ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას სერიოზულად მოვეკიდებით

ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას სერიოზულად მოვეკიდებით

ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შესახებ ბიზნესასოციაციის წინადადებას.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

"ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და სთხოვს, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელი იანვრიდან მოხდეს.