სტამბოლში საფეხბურთო მატჩი ტერაქტის საშიშროების გამო გაუქმდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, სტადიონიდან გუშემატკივრების ევაკუირება განხორციელდა.
საფეხბურთო მატჩი სტამბოლის ორ წამყვან გუნდს, "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეს" შორის უნდა გამართულიყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მატჩის დროს ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმებოდა.
შაბათს სტამბოლში მომხდარს ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტერაქტი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.