პაატა ზაქარეიშვილი - იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამათლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია

პაატა ზაქარეიშვილი - იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამათლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია

სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამათლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. 

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კერძო პირის კერძო ინიციატივას. 

"ეს პირველი ფაქტი არ არის. ვიდრე კონფლიქტი არ დარეგულირდება, ასეთი ფაქტები იარსებებს. ამ ე.წ. წარმომადგენლობას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. ის არ არის რეგისტრირებული და არის მხოლოდ კერძო პირის კერძო ინიციატივა. თავისთავად ფაქტი საყურადღებოდა, მაგრამ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიბმულია არალეგიტიმურ საოკუპაციო რეჟიმზე, გამორიცხულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია და ვითარებას მუდმივად აკონტროლებს, მაგრამ კერძო პირების აქტიურობის გაჩერება შეუძლებელია", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა. 

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რომში სამხრეთ ოსეთის "ოფიციალური წარმომადგენლობა" გაიხსნა.

იტალია-სამხრეთ ოსეთის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტის მაურო მურჯას თქმით, ამ მოვლენას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს "იტალიის მხრიდან რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის აღიარების რეალური პერსპექტივისთვის".