მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს.
ამის შესახებ ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას: "დღეს, 21 აპრილს, 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 16 მარტს პრაღაში გამართული ქართულ-რუსული დიალოგი".