პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის აზრით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება საჭიროა.
როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანია რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრები რუსეთში ჰყავთ.
"სახელმწიფოები შუაგულ ომში რომ არიან, ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს. ჟენევის ფორმატს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი კონკრეტულად კონფლიქტზე მუშაობს, მაგრამ კონფლიქტის მიღმა არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ძალიან აწუხებთ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.