ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს დღეს გამოიტანს

ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს დღეს გამოიტანს

უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს დღეს გამოიტანს. 
ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წელს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. პროკურატურა სავჩენკოსთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს. 
სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივნისში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს. დასავლეთი რუსეთს სავჩენკოს დაკავების გამო მკაცრად აკრიტიკებს. 

"ბოლო 20 თვის განმავლობაში, იგი უკრაინის ეროვნული სიამაყისა და სიძლიერის სიმბოლოდ იქცა", - განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.