სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის თემაზე პარლამენტში იმსჯელებენ

სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის თემაზე პარლამენტში იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნება.
მიგრაციის გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში - ეს არის თემა, რაზეც ევროსაბჭოს კომიტეტი იმსჯელებს. სხდომას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გახსნიან. 

დღესვე დაგეგმილია სოფელ ხურვალეთში ჩასვლა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მონახულება, ასევე წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულება. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტი მუშაობას 22 მარტს დაასრულებს.