გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სესილია მალმსტრომს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სესილია მალმსტრომს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისარი ასევე გამართავენ შეხვედრას ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან. ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" გაიმართება.