ესპანეთში დაღუპული სტუდენტები უკრაინიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან არიან. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
დაღუპულია 14, ზოგიერთი მონაცემებით 13 უცხოელი სტუდენტი, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითითი პროგრამით იყვნენ ჩასულები. დაშავებულების რაოდენობა 40-მდეა.
ავტოავარია ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან მოხდა, როდესაც ავტობუსმა, რომელსაც 56 ადამიანი ბარსელონაში გადაჰყავდა, მართვა დაკარგა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომანქანას შეეჯახა.