სამების საკათედრო ტაძარში მეხანძრე-მაშველები ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ლიკვიდირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სასულიერო პირები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა. არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა.