სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია. როგორც თურქული მედია იტყობინება, ის ეთნიკური თურქი მეჰმეთ ოზთურქია.
სააგენტო "დოგანი" წერს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო.
გამოძიების ფარგლებში თურქეთში ეძებენ "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ორ სავარაუდო წევრს, რომლებიც მედიის თანახმად, ასევე სტამბოლის ტერაქტთან არიან კავშირში.
19 მარტს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, 36 კი დაშავდა.