გამიკვირდებოდა, პრემიერი გოგი თოფაძეს და სხვებს რომ არ შეხვედროდა, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა იმ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, თუ რა იცის გიორგი კვირიკაშვილის დეპუტატებთან - გოგი თოფაძესა და ზურაბ ტყემალაძესთან შეხვედრის თაობაზე.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კოალიციის ლიდერი იმას ნიშნავს, რომ უნდა იქონიო მუდმივი კონტაქტი კოალიციის სუბიექტებთან, ფრაქციებთან და ა.შ..
კითხვაზე, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს არ შეხვედრია, მაგრამ მასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
"გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად არ აკეთებს ინფორმირებას, წინასწარ თუ შემდგომ, ყველა იმ შეხვედრის თაობაზე, რაც მას აქვს. ვიცი, რომ მას აქვს ძალიან ნორმალური და საქმიანი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ამას საჭიროდ თვლის. ეს ასეა, მეც მაქვს ხოლმე ხანდახან გარკვეული ურთიერთობები, როცა ეს საჭიროა. შეხვდა თუ არა ის გოგი თოფაძეს და სხვებს... რომ არ შეხვედროდა, მე ეს გამიკვირდებოდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.