გიორგი აბაშიშვილი:   პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია

გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა, ისევე როგორც მოსამართლეთა თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი გუშინ გიორგი პაპუაშვილს დაუკავშირდა და ესაუბრა.

"მიგვაჩნია რომ მთელი ეს პროცესი უნდა წარიმართოს უკიდურესად გამჭვირვალედ იმისთვის, რათა არ გაჩნდეს აღნიშნულ საკითხზე არც ერთი კითხვის ნიშანი",- განაცხადა აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება.

"კონფიდენციალურმა წყარომ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარი ადამიანების პირადი შურისძიება", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა ორი დღის წინ "რუსთავი 2"-თან საუბარში.