ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ "მრეწველებსა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირება მოლაპარაკების და თანამშრომლობის გზით გადაწყდება. ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას თუ რა საკითხები შეიძლება იყოს დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული და რას ფიქრობს "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებაზე.
"მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, შესაბამისად, არ ვიცი რა იქნება დღის წესრიგში. მე მხოლოდ მაშინ ვიღებ მონაწილეობას, როცა პროფილურ საკითხებს ეხება საქმე. პოლიტსაბჭო იკრიბება პერიოდულობით. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, დაპირისპირებას "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის, მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამაზე მკაფიო განმარტება გააკეთა. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის გზით გადაწყდება", - განაცხადა სერგეენკომ.