ქალაქ სიდნეიში ერთ-ერთ ქარხანაში თავდამსხმელს სავარაუდოდ რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი

ქალაქ სიდნეიში ერთ-ერთ ქარხანაში თავდამსხმელს სავარაუდოდ რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე კი დაიჭრა.

"ბიბისის" ცნობით, ამ დროისთვის ქარხნის შენობა პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს შენობაში. სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებას ცდილობენ.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი ტერორიზმთან კავშირში არაა. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.