დღეს "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს შეკრება 17:00 საათზე არის დანიშნული. კოალიციის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება, რომელიც მსჯელობისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ თუ არა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ თემაზე – "მრეწველთა" ლიდერ გოგი თოფაძესა და "რესპლიკელებს" შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაზე, ტყემალაძემ განმარტა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი არ იქნება.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით კი, პოლიტსაბჭოს წევრებს შორის განხილვის საკითხი პარტია "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმების თემაც შეიძლება იყოს.