პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს მოუსმენს.
ანა დოლიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა წარდგენისას განაცხადა, "ანა დოლიძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე".
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.