ჩხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი წინააღმდეგია, ევროკავშირმა თურქეთს 3 მილიარდი ევრო გამოუყოს, რომელიც მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად არის გათვალისწინებული. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
"მე წინააღმდეგი ვარ, თურქეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის, რათა მან თავის ტერიტორიაზე მიგრანტები შეაკავოს, რადგან თურქეთს არ შეუძლია და არც სურვილი აქვს რაიმე გააკეთოს ამ მიგრანტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ემხრობა იდეას, ევროკავშირის შიდა საზღვრების ეფექტურად დაცვის შესახებ, ხოლო, თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ განხორცილედეს მხოლოდ საბერძნეთის საზღვრების დაცვა.
ბრიუსელში ხვალ, თურქეთის მონაწილეობით ევროკავშირის მეთაურთა სამიტი გაიმართება.