ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბრიუსელში ხვალ ევროპული საბჭოს მეთაურთა რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც თურქეთთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელებენ, რაც მიგრანტთა ნაკადის შემცირებას შეეხება. ასევე ისაუბრებენ შენგენის ზონის მოქმედების შენარჩუნებაზე.

ევროპული სახელმწიფოების მეთაურები თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შეხვდებიან და გასული წლის 29 ნოემბერს თურქეთ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული გეგმის რეალიზების დაჩქარების შესახებ ისაუბრებენ.

ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები ბრიუსელში ევროკომისიის შეთავაზებაზე იმსჯელებენ შენგენის ზონის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე იგეგმება საბერძნეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.