თურქეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.
ინციდენტი დიდიმის სანაპიროსთან ახლოს მოხდა, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლო.