კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილეები 2014 წელს რუსეთში დაკავებულ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთისგან სავჩენკოს უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.
მაიდანზე იმყოფებიან უკრაინული პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო, ოლეგ ლიაშკო.
ნადეჟდა სავჩეკოს რუსეთის ხელისუფლება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს. რუსეთის პროკურატურა მისთვის სასჯელის სახით 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.