ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ხალხის მცირე რაოდეობის მისვლის გამო ჩაიშალა. აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით კანცელარიიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე უნდა გამართულიყო. ჯაჭვი ვერ შედგა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.
შეკრებილებმა „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ლურჯი ბუშტები წარწერით „არა გაზპრომს“ ჰქონდათ მიტანილი. მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, „თავისუფალი ზონის“ წევრები და ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ვინც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ.
აღნიშნულ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე კვირის განმავლობაში აანონსებდა და მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. შეგახსენებთ რომ აქციის ჩატარებამდე ორი დღით ადრე "გაზპრომთან" ყოველწლიური ხელშეკრულება განახლდა, ხოლო დამატებითი მოცულობა საქართველომ სამხრეთკავკასიური მოლსადენით მიიღო, სომხეთში ტრანზიტის მონეტარულ საფასურზე კი "გაზპრომს" უარი ეთქვა.