ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ხვალ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, საქმე შეეხება სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას და გადაცემის დახურვას.
ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით საია-ს ოფისში ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.