ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ახალ ვიდეომიმართავს ავრცელებს, რომელშიც რუსეთს ტერაქტებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ვიდეოში თავდაპირველად ნაჩვენებია დაღესტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების კადრები, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა.
"ბოევიკები" აცხადებენ, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მებრძოლები არიან. ისინი ამ ვიდეოში რუსულ ენაზეც საუბრობენ.
ამავე ვიდეოში ასევე ასახულია რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის სიკვდილით დასჯაც.