რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე კეთდება მოქალაქეების მიერ ცოცხალი ჯაჭვი. მოქალაქეებს ხელში უკავიათ საქართველოს დროშები, ასევე ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა გაზპრპომს".
როგორც საპროტესტო აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, აღნიშნული აქცია მიმართულია "გაზპრომის" წინააღმდეგ. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის აქციები სისტემატურად ჩატარდება, რადგანაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნდობა არ შეიძლება და საჭიროა, მუდმივად მოხდეს კონტროლი მისი უუნარო ხელისუფლების.
"ამ აქციის მიზეზი გაცხადებულია. აქცია ემსახურება ერთ რამეს, რომ კალაძემ და ივანიშვილმა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ვექტორის შეცვლა არის შეუძლებელი. ამბობენ, რომ აღარ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რატომღა მართავთ აქციას?! ძალიან კარგი, თუ არ აფორმებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ნახონ ქართველი ხალხის რეაქცია", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მობილიზებული არიან ასევე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები.