არ გვაქვს საფუძველი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა უარყოფითად შევაფასოთ

არ გვაქვს საფუძველი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა უარყოფითად შევაფასოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოდ მომავლის პროექტის დამფუძნებელი“ ვახო ლომჯარია ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით საქართველომ გაზპრომთან, აზერბაიჯანთან და ირანთან მოლაპარაკებებით პოზიციები გაიმყარა და პოლიტიკურად უფრო გაძლიერდა.

„ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობას დადებითად შევაფასებ, შედეგი ისეთია, რომ უარყოფითად შეფასების არანაირი საფუძველი არ არსებობს. გაზპრომთან მოლაპარაკების შედეგი ძალიან დადებითი არის. ფასი ავტოგაზისთვისაც და სოციალური ნაწილისთვისაც შემცირდა, რაც ,ასევე, დადებითი ფაქტორია. გაზპრომთან და ირანთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო, რადგან ეს ქმნის კონკურენციას. როცა მხოლოდ ერთი მომწოდებელი გყავს და ის არის მონოპოლიურ მდგომარეობაში შენთან მიმართებაში, ბაზარზე ცხადია შენ ეს არაუპირატეს მდგომარეობაში გაყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დადებითი ფაქტორია აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების შემდეგ უკვე მოგვეცა იმის საშუალება, რომ რუსეთთანაც ჩვენი ძლიერი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ჩვენ უკვე აღარ განვიცდით პრობლემებს და ბუნებრივი აირის მოწოდების მხრივ გაურკვეველი ვითარება აღარ არის. მოგვეცა საშუალება რუსეთისთვის გვეთქვა, რომ ძველი პირობების გადახედვას არ ვაპირებთ. ის პროცესები რაც განვითარდა ეკონომიკურად დადებითი იყო ქართველი მოსახლეობისთვის. ასევე, ჩვენი პოლიტიკური სიძლიერეც გამოვხატეთ და გაუარესებულ პირობებს არ დავთანხმდით. შესაბამისად, არ გვაქვს საფუძველი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა უარყოფითად შევაფასოთ.“-განაცხადა ვახო ლომჯარიამ.