ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის, ნანუკა ჭკუასელის განცხადებით, მათ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრში წარადგინეს და სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელება მოითხოვეს.
როგორც ადვოკატმა "პირWელს" განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ეთერ გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რეესტირ აღარ უნდა დაელოდოს 11 მარტს და გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად უნდა დაარეგისტრიროს.
„ეთერ გადაბაძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრში წარვადგინეთ. მოვითხოვეთ, რომ გაგრძელდეს სარეგისტრაციო წარმოება და ლევან გაჩეჩილაძე დარეგისტრირდეს დირექტორად. ვადა 11 მარტს იწურებოდა, გამომდინარე იქინდან, რომ სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეესტრი აღარ უნდა დაელოდოს 11 მარტს და ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია უკვე უნდა განახორციელოს. ჩვენი ვარაუდით, ორშაბათს, რეესტრი ლევანს დირექტორად დაარეგისტრირებს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“,- განაცხადა გაჩეჩილაძეის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა.