დიმიტრის ავრამოპულოსი - ევროკომისია ევროკავშირის შიგნით დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს წლის ბოლოსთვის გააუქმებს

დიმიტრის ავრამოპულოსი - ევროკომისია ევროკავშირის შიგნით დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს წლის ბოლოსთვის გააუქმებს

ევროკომისია ევროკავშირის შიგნით დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს წლის ბოლოსთვის გააუქმებს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა სახის შიდა შემოწმება დეკემბრისთვის უნდა გაუქმდეს.

ავრამოპულოსის თქმით, თუ სასაზღვრო კონტროლი ევროკავშირის შიგნით დიდხანს გაგრძელდება, ეს ევროპულ ეკონომიკას მილიარდობით დოლარით დააზარალებს. 

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, "შენგენთან დასაბრუნდებლად" წლის ბოლოსთვის ევროკომისია სამ პრიორიტეტულ ამოცანას შეასრულებს: უზრუნველყოფს საბერძნეთში ევროკავშირის გარე საზღვრის დაცვას, უარს იტყვის ევროკავშირის ტერიტორიასა და ე.წ. ბალკანეთის მარშრუტით მიგრანტების უკონტროლო გატარებას და აღარ დაუშვებს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ინიციატივებს მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლის საკითხში.