ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ქუჩაში გამვლელ ქალბატონებს თაიგული და მისალოცი ბარათები დაურიგეს.
აქცია ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა. ქალბატონების მხიარული განწყობის შესაქმნელად მოეწყო სპეციალური ღონისძიება, რომელშიც მიმები და ანიმატორები მონაწილეობდნენ.