გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიზირებული იყო

გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიზირებული იყო

ნაციონლური მოძრაობის მხრიდან გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების პოლიტიზირებაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. ფაქტია რომ გაზპრომთან და სოკართან მოლაპარაკების პროცესი ქართული მხრისთვის წარმატებული იყო -განაცხადა არეშიძემ.

„მიღებული შედეგებიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სათავისოდ პოლიტიზირებული იყო. კომუნიკაცია გაზპრომთან, სოკართან და ირანის მხარესთან ერთგვარი ვაჭრობის სქემასთან იყო დაკავშირებული, რომ ქართულ მხარეს რაც შეიძლება მომგებიანი შედეგი მიეღო და ეს ასეც მოხდა. დღეს ძალიან ნორმალური შედეგი მივიღეთ და ამ შედეგის არ დანახვა არაფრით არ შეიძლება. 
ოპოზიციის მხირდან ერთი და იმავე საკითხზე უკვე უსაფუძვლოდ ყურადღების გამახვილება შედეგის მიღების შემდეგაც კი ქმნის განწყობას, რომ მათი სურვილ ი თემის პოლიტიზირება იყო თავიდანვე . ხვალინდელი აქცია, რომელიც უკვე თავისთავად უცნურია რატომ ტარდება, აზრს მოკლებულია, რადგან შედეგი უკვე დამდგარია. ყველაფერი გარკვეულია, აზერაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები შედგა და მიმდინარე წელს ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი დამატებითი გაზი მივიღეთ. ნაციონალური მოძრაობა კი მაინც თავიანთ პოზიციას აგრძელებს, რითაც ხაზს უსვამენ, რომ მათ ქვეყნის წარმატება არ აინტერესებთ. მე თვითონ მოვუსმინე აზერბაიჯანის ენერგეტიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებას. მან ძალიან გასაგებად თქვა, რომ ილხამ ალიევის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია უამრავი რაოდენობის გაზი მიაწოდოს ეს განცხადებ სწორია. თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ ჩვენ არ გვქონდა ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ხოლო ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დადანაშაულებას ცდილობდა. ასევე, ხელისფულებას მინდა ვკითხო, რომ როგორ შეიძლება საკუთარი წარმატება საზოგადოებამდე ვერ მიიტნო. საზოგადოება იძულებულია, მუდმივად, მხოლოდ ერთი მხარის, ნაციონლური მოძრაობის პოლიტიზირებული გამოსვლები ისმინოს.
რაც მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც შეიძლება დამდგარიყო. ერთის მხრივ საქართველომ ძველი პარტნიორისგან დამატებითი რაოდენობა ბუნებრივი აირი მიიღო,მეორე მხრივ რუსეთი ძველ პოზიციაზე დარჩა და მესამე ირანის გაზის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ძლიან კარგად იმუშავა სამინისტრომ, ცხადი იყო რომ პროფესიონალებისგან დაკომპექტებული გუნდი დადიოდა ორივე მოლაპარაკებაზე. მგონი ფაქტია რომ ამ თამაშში კალაძემ წარმატებას მიაღწია და ორივე მხრიდან ქვეყნისთვის საჭირო ბენეფიტები წამოიღო.“- განაცხადა მამუკა არეშიძემ