"ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ არჩევნებზე წარვსდგებით ისევ იმ შემადგენლობით, კოალიციურ რეჟიმში. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ძალიან ვრცლად ისაუბრა, საჭირო იქნება საუბარი, მოლაპარაკებები რადგან თქვენ იცით, რომ კოალიციაში შედიან სხვადასხვა მსოფლხედველობის პარტიები. როდესაც კოალიცია შეიქმნა - ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, გაერთიანებული პარტიები. მთავარი მიზანი და ამოცანა იყო რეჟიმის ჩანაცვლება არჩევნების გზით,მშვიდობიანი გზით - რაც შევძელით და მოვახერხეთ. დღეს უკვე გვაქვს სულ სხვა რეალობა, ვფიქრობ ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარებისა, ქართულ ოცნებას აქვს თავისი ხედვა - შესაბამისად აუცილებლობა იქნება იმისა, რომ დავჯდეთ, მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო გავიაროთ ყველა კითხვა." - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.