გაზპრომთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება

გაზპრომთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება

ექსპერტი გია არაბიძე გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. არაბიძე მთავრობის მუშაობით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ქვეყნისთვის წარმატებით დასრულება.

 „გაზპრომთან მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, სამომავლოდ გარკვეული საკითხები ისევ გადასალახი გვაქვს. ძალიან დადებითად მინდა შევაფასო ჩვენი მთავრობის მუშაობა ამ პერიოდში და დარწმუნებული ვარ მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება.“-განაცხადა გია არაბიძემ.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკება ფაქტიურად მიღწეულია, მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერა დარჩა. მინისტრის თქმით საქართველო წელს, ისევ, ბუნებრივი აირის სახით გატარებული მოცულობის 10 პროცენტს მიიღებს.