გაზპრომთან მოლაპარაკებები ძალიან დადებითად განვითარდა

გაზპრომთან მოლაპარაკებები ძალიან დადებითად განვითარდა

ექსპერტი რევაზ არველაძე „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.

„მოლაპარაკებები ძალიან დადებითად განვითარდა ყველა მიმართულებით. გაზპრომი, როგორც წინასწარი მონაცემებით ცნობილია თანახმაა, რომ ძველი სქემა არ შეიცვალოს და გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტი საქართველოს დარჩეს.“-განაცხადა რევაზ არველაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკება ფაქტიურად მიღწეულია,მხოლოდ ხელმოწერა რჩება. მინისტრის თქმით საქართველო წელს, ისევ, ბუნებრივი აირის სახით გატარებული მოცულობის 10 პროცენტს მიიღებს.