სამცხე–ჯავახეთისა და კონკრეტულად ბორჯომის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სამცხე–ჯავახეთისა და კონკრეტულად ბორჯომის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ბორჯომში უმაღლესი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi გაიხსნა. სასტუმრო აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე . სასტუმროში განთავსებულია 150 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ლობი-ბარი, ღვინის ბარი, ექვსი საკონფერენციო დარბაზი.

"ეს არის კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც შეემატა საქართველოს ტურისტულ აქტივებს. სამცხე–ჯავახეთისა და კონკრეტულად ბორჯომის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორჯომი არის ტრადიციულად დასვენების ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ბორჯომში გაიხსნა სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის ქვეშ, რაც ბორჯომს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.