ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი პარასკევს თურქეთის პრეზიდენტს ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ტუსკმა განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი მიგრანტთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და თურქეთმა ევროპასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.
მიგრანტთა რიცხვის ზრდის პარალელურად, საკითხის გადასაჭრელად ევროპა თურქეთისგან ითხოვს მოძებნოს და დააკავოს პირები, რომლებსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავთ.