დავით  ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო

დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო. ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 10 ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

,,დღეს ტრაგიკული დღეა ერთის მხრივ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ იმ ოჯახებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთი შვილების, ძმების მუდმივი განსასვენებელისათვის მიბარებას, მათ ეს დღეს ეღირსათ და თითოეული ჩვენგანი პატივს მიაგებს მათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 10 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. ამ ეტაპზე, სულ,  31 ნეშტია იდენტიფიცირებული.