"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ალექსი პეტრიაშვილი დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე მივიდნენ გამომძიებლები , პეტრიაშვილის ადვოკატი ლევან სამუშია და პარტიის წევრები.
ალექსი პეტრიაშვილი სამართალდამცველებმა ერთხელ უკვე დაკითხეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესი გადაიდო.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.