შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე ასეთი საკითხი

შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე ასეთი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან იყო წამოწეული

არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის მოსაზრებით, შესაძლოა დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, რომელიც ადრე "რესპუბლიკურმა პარტიამ" წამოწია.

"ინტენსიური პარტნიორობა არსებობს კოალიციის რეჟიმში. არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა, კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება. ორმხრივი შეთანხმების პრაქტიკა "ქართულ ოცნებას" გააჩნია, მაგალითად, მომორანდუმი აქვს "სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან", თუმცა ეს რასაკვირველია, სხვა ხარისხია, ეს არის პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალა, პარლამენტში თავისი ლიდერით. არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შევქმნათ საგანგებო რეჟიმი, შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე იყო ასეთი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან წამოწეული. ყველა საკითხი გადაწყვეტილი იქნება კოალიციურ რეჟიმში,"-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

3 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე გადადიან, რასთან დაკავშირებითაც ორპარტიული შეთანხმება შედგება.