ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია: "ქართული ოცნება" განწირულია მარცხისთვის

"ქართული ოცნება" განწირულია მარცხისთვის, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა არა თუ საზოგადოების ხმა არ ესმით, არამედ ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ კოალიციაში ცვლილებები განხორციელდეს.

"მართალი გითხრათ, ჩვენ არც გვინდა და არც გვაინტერესებს სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ცხადია, რომ "ქართული ოცნება" განწირულია მარცხისთვის. ბუნებრივია, მე ის მაღელვებს, რომ ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და თუ ასე გააგრძელებენ, განწირული არიან დამარცხებისთვის", - განაცხადა ალასანიამ.