არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი

არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, მას არ ესმის, თუ რატომ ამყოფებენ საზოგადოებას იმ ისტერიაში, რომლის საფუძველიც არ არსებობს.

"არ ველოდები არანაირ ცვლილებებს და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ მუდმივად საზოგადოება ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო არ მესმის. არავითარი ცვლილება არ იგეგმება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებზე", - განაცხადა ხიდაშელმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობებს დატოვებენ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მინისტრები, ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.