რომის პაპის განაცხადებით,

რომის პაპის განაცხადებით, "არაბთა შემოსევა" ევროპაში სოციალური ფაქტია

რომის პაპმა განაცხადა, რომ "არაბთა შემოსევა" ევროპაში სოციალური ფაქტია და ეს კარგი რამ არის, – ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

გამოცემის თანახმად, ფრანცისკემ ევროპაში მიგრანტების ნაკადს "არაბთა შემოსევა" უწოდა და იქვე დასძინა, რომ ევროპაში ჩასული მიგანტები ევროპას უკეთესობისკენ შეცვლიან.

პონტიფიკოსმა ეს განცხადება ფრანგ ქრისტიანებთან შეხვედრაზე გააკეთა, რა დროსაც მიმოიხილა მიგრაციის დადებითი გავლენა ევროპულ კულტურაზე.

ვატიკანის გამოცემა L'Osservatore Romano-ს თანახმად, პაპმა აღნიშნა, რომ ევროპას ყოველთვის შეეძლო "წინსვლა და გაძლიერება კულტურების ურთიერთმიმოცვლით".

 

პონტიფიკოსის შეფასებით, ევროპა ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს გააერთიანოს.