გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ვენსან კოშეტელი ევროკავშირის ლიდერებს ლტოლვილთა მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ euronews.ge წერს.
"ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი - არა ეკონომიკური მიგრანტი, არამედ ომს გამოქცეული და უსაფრთხო თავშესაფრის მაძიებელი ადამიანია. მიგრანტებისთვის იმის თქმა, რომ არ ჩამოვიდნენ ევროპაში, მიუღებელია, მათთვის არალეგალი მიგრანტების წოდება კი, მოკლე გზის გამონახვის მცდელობა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ლტოლვილთა 48% სირიიდანაა, 26% ავღანეთიდან და 17% ერაყიდან, ანუ საერთო რაოდენობის 91% სამი მთავარი კონფლიქტური ზონიდან მოდის, ამიტომ მათ ეკომიგრანტებს ვერ დავარქმევთ", - განაცხადა კოშეტელმა პრესკონფერენციაზე.
როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსმა 3 მარტს ეკომიგრანტებს მოუწოდა, ევროპაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.