გერმანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" თანხებსა და სამხედრო აღჭურვილობას აგროვებდა.
როგორც ადგილობრივი მედია, პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, 27 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფებისთვის ახალ წევრებსაც იბირებდა.
რუსეთის მოქალაქე პოლონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.