სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა საღამოს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 24 აპრილს გაიმართება.
ამით ნიკოლიჩმა სერბეთის მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პრემიერმინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩას განცხადებით, ეს აუცილებელი იყო რეფორმების შემდგომი რეალიზაციისთვის, რაც ქვეყნაში ცხოვრების ევროპულ დონეს განაპირობებს და სერბეთს ევროკავშირის კართან მიიყვანს.
ოფიციალური ბელგრადი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ბრიუსელთან მოლაპარაკებებს 2015 წლის ბოლოდან მართავს.