"უკრაინსკაია პრავდა": რსენი იაცენიუკი 9-10 მარტს დათანხმდება, თანამდებობა დატოვოს

უკრაინის ფინანსთან მინისტრი ნატალია იარესკო, წინასწარი მონაცემებით, თანახმაა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს. "უკრაინისკაია პრავდა" ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სტრატეგიული შვიდეული, რომელშიც პეტრო პოროშენკოს უახლოესი გარემოცვა ერთიანდება, მოქმედ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, რომ თანამდებობა დატოვოს.

ამასთან, "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ იარესკომ უკვე დაასახელა კიდეც სავარაუდო კანდიდატურები, რომლებიც კაბინეტის მომავალ შემადგენლობაში იქნებიან. ასევე დაასახელა ის მინისტრებიც, რომლებიც ახალ კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

თუმცა, გაზეთი წერს, რომ იაცენიუკის თანამდებობაზე პრეზიდენტის გარემოცვაში სხვა კანდიდატურებიც განიხილება.

გამოცემის თანახმად, უკვე 9-10 მარტს არსენი იაცენიუკი დათანხმდება, თანამდებობა დატოვოს.