"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პარტია ,,ქართულ ოცნებასა" და ,,რესპუბლიკელებს" შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე წინასწარ საუბარი ცოტა არასერიოზულია.
,,ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ვისაუბროთ მაშინ, როცა მოახლოვდება ეს პერიოდი. დღეს დაანონსება იმის, რომ სექტემბერში ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთო, ცოტა არასერიოზული მგონია ჩემი მხრიდან", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
გუშინ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ხათუნა სამნიძემ მედიასთან განაცხადეს, რომ "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორმხრივი პარტიული, სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება.