თბილისის №132 და №95 საბავშვო ბაგა-ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება.
№132 ბაღში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით შეჩერდება, ამის მიზეზი დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
რაც შეეხება №95 ბაღს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აქ 14 მარტიდან 28 მარტის ჩართვლით იქნება შეჩერებული, რადგან თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ შენობის ენერგოგაუმჯობესების ხელშემწყობ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.
აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი ახლომდებარე ბაღებში მიიყვანონ, რასაც ბაღის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.