"მაესტროს ფაქტორის" 3 მარტის გადაცემაში რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი კომენტარი:
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. ეს უფლება ვრცელდება მიკერძოებული პოზიციის მქონე და არსებულ დავაში აშკარად ტენდენციური გოგა ხაინდრავას მიმართაც, რომელიც საკუთარ თავთანაც კი წინააღმდეგობაში მოვიდა იმ არალოგიკური დასკვნების გამო, რომელიც მაყურებელს შესთავაზა.
რეალურად ეს გადაცემა იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში "მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკა არის სრულად დემოკრატიული და აქ არცერთი მოსაზრება არ იბლოკება.
ვფიქრობთ, რომ ყველა ობიექტური ადამიანისთვის, ვინც ნახა აღნიშნული გადაცემა, იმთავითვე ნათელი გახდა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უსუსურობა, რადგან ყველაფერს აჩვენებს წლების განმავლობაში ნაკეთები საქმე და არა ცალკეული პირების პროვოკაციული ხასიათის შეფასებები.