ევროკომისიამ დაადგინა, რომ საბერძნეთისა და ტრანსადრიატიკული მილსადენის ხელშეკრულება ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.
როგორც euronews.ge წერს, ევროკომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს ევროკავშირის ენერგეტიკული რესურსების დაცულობასა და მრავალფეროვნებას საერთო ბაზარზე კონკურენციის დამახინჯების გარეშე.
ტრანსადრიატიკული მილსადენი სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის ევროპული შტოა, რომლის მიზანი, ბუნებრივი აირის ახალ რესურსებთან ევროკავშირის ბაზრის დაკავშირებაა.
უკვე 2020 წლისათვის აზერბაიჯანის,"შაჰ-დენიზ მეორეს" ველიდან ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად 10 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის აირის ტრანსპორტირება განხორციელდება.
ტრანსადრიატიკური მილსადენი საბერძნეთის საზღვრიდან ალბანეთისა და იტალიის გავლით ადრიატიკის ზღვის ქვეშ იქნება განლაგებული. მილსადენს აშენებს და ოპერირებას უწევს ტრანსადრიატიკური მილსადენი AG (TAP).
TAP-ი 5 წლის განმავლობაში პროექტში 5.6 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, აქედან 2,3 მლრდ ევრო საბერძნეთში წავა.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1297