რუსეთში შსს-ს ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, კატასტროფა ვლადიმირის ოლქში მოხდა. ავარიის ძირითად ვერსიად ვერტმფრენ АС-350-ის ტექნიკური გაუმართაობა, უხარისხო საწვავი, მფრინავის შეცდომა და უამინდობა სახელდება.
რუსული მედიის ცნობით, ავარიული დაშვების შემდეგ ვერტმფრენის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა.